თარიღი და დრო
მულტიფუნქციური ციფრ.ტაიმერული რელე GLE-THC-15F

მულტიფუნქციური ციფრ.ტაიმერული რელე GLE-THC-15F

HIGH კლასის გერმანული ტექნოლოგიის ორიგინალი ციფრ. მულტიფუნქციური დროის რელე / DIGITAL TIME SWITCH/PULSE: GLE-THC-15F (ინდუსტრიულ ჩიპზე Industrial-Grade chip)

• Precise time Programming for Daily / Weekly /
Pulse switching, Reverse mode
• Bar graph showing Daily program
• 28 ON/OFF programs, 28 PULSE programs, Counting down time...
• 16A Single relay outputs

(28 ზარის დასარეკად) High კლასის ინდუსტრიულ ჩიპზე გერმანული ტექნოლოგიის მულტიფუნქციური რელეს GLE-THC-15F (Switch/Pulse)-ს პროგრამირება სასწავლო დაწესებულებებისთვის.


დროის გასასწორებლად დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს, გეჭიროთ და წუთების გასასწორებლად პარალელურად დააჭირეთ ღილაკს “M+“, ხოლო საათის გასასწორებლად პარალელურად დააჭირეთ ღილაკს „H+“. კვირის დღის გასასწორებლად პარალელურად დააჭირეთ ღილაკს „D+“.

   ზარის დარეკვის დროის შესაცვლელად/შესატანად ერთდროულად 3 წამის განმავლობაში დააჭირეთ ღილაკებს „MANUAL” და „საათის პიქტოგრამა“-ს.  ეკრანზე გაჩნდება „P=0000” ან უკვე დაყენებული დრო. შემდეგ  დააჭირეთ ღილაკს „M+“და აიყვანეთ დრო სასურველ წამამდე. ორჯერ დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს მოცემული ოპციიდან გამოსასვლელად.

   გაკვეთილების განრიგის დროის გასასწორებლად/შესატანად დააჭირეთ ღილაკს „P“, ეკრანზე გაჩნდება წარწერა მაგალითად „--:--”, ან უკვე შეტანილი პირველი ზარის დარეკვის დრო- საათისა და წუთის გამოსახულება. საათის შესაცვლელად გამოიყენეთ ღილაკი „H+”, ხოლო წუთის გასასწორებლად გამოიყენეთ ღილაკი „M+”. შემდეგ შეარჩიეთ ეს დრო კვირის რომელ დღეებზე უნდა გავრცელდეს, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ ღილაკი “D+” და დააჭირეთ იქამდე (ღილაკზე ყოველი დაჭერის დროს შეიცვლება კვირის დღეების კონფიგურაცია), ვიდრე არ მიიღებთ კვირის სასურველ დღეებს, რომელიც იწერება დროის მაჩვენებლის ზემოთ.

   მომდევნო ზარის დარეკვის დროის გასასწორებლად კვლავ დააჭირეთ ღილაკს „P” და შესაბამისად მეორე დროის გასასწორებლად გაიმეორეთ იგივე პროცედურა, როგორც პირველი დროის გასწორების დროს, და მიჰყევით ამგვარად ბოლო დროის ჩაწერამდე, ბოლოს (დასრულებისას) დააჭირეთ ღილაკს „P” და პროგრამირებიდან გამოსასვლელად დააჭირეთ საათის პიქტოგრამიან ღილაკს. თუ გსურთ რომელიმე საგაკვეთილო დროის ამოშლა, დააჭირეთ ღილაკს „P” იმდენჯერ, ვიდრე არ დაიწერება ამოსაშლელი დროის ჩვენება და დააჭირეთ ღილაკს „MANUAL”.

   თუ გსურთ ზარის ხელით დარეკვა, დააჭირეთ ღილაკს „MANUAL” იქამდე, ვიდრე ეკრანზე (დროის მაჩვენებლის ქვემოთ) არ დაიწერება “ON”, ხოლო ზარის გამორთვისთვის  კვლავ დააჭირეთ ღილაკს “MANUAL”, სანამ ეკრანზე არ დაიწერება „ AUTO  OFF ”. იმისათვის რომ, რელემ ავტომატურად (ავტომატურად დარეკოს ზარი) იმუშაოს პროგრამის (შეყვანილი დროების) შესაბამისად, ღილაკს “MAN” დააჭირეთ იქამდე, სანამ დროის ჩვენების ქვემოთ არ დაიწერება სიტყვები „AUTO  OFF ”. თუ გააჩენთ წარწერას „OFF”, რელე შეწყვეტს ავტომატურ მუშაობას.

   გადატვირთვისთვის დააჭირეთ ღილაკს „RESET”, რის შედეგადაც მოწყობილობაში სრულად განულდება ყველა დაყენებული/შეყვანილი მონაცემი.

მოწყობილობაში ინტეგრირებული ლითიუმის ბატარეის საექსპლუატაციო ვადაა 3-4წელი. მისი შეცვლა ფასიანია და შესაძლებელია „გლობალ ელექტრონიქსის“ სერვის ცენტრში. ტელ: +995 32 229-55-06, +995 551-99-00-50.

მინიმალური ტექნიკური აღწერილობა:
გერმანული ტექნოლოგია, ორიგინალი.

0. მულტიფუნქციური რეჟიმები- SWITCH, PULSE, Counting down time...
1. მარტივად პროგრამირებადი ოპციებით.
2. 28 დროის (28ჩართვისა და 28გამორთვის) პროგრამირების შესაძლებლობით (24სთ-ს განმავლობაში, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით); უკუსვლის ტაიმერის რეჟიმით.
3. თითოეული დროის 1წამიდან--- 24 საათამდე პროგრამირების შესაძლებლობით კვირის განმავლობაში.
4. ჩართვა-გამორთვის დროის პერსონალური პროგრამირების შესაძლებლობით 28-ვე დროისთვის.
5. დაპროგრამებული დროების მიღმა ხელით (ჩართა-გამორთვა-ავტომატური) გადართვის ფუნქციის შესაძლებლობით.
6. რესეტის (ანულირების) ფუნქციით.
7. ღილაკების კომბინაციით სრულად გათიშვის ფუნქციით ეკრანთან ერთად.
8. LCD თხევადკრისტალური ეკრანით.
9. თარიღისა და საათის გასწორების ფუნქციით.
10. კვირის დღის მუდმივი ჩვენებით.
11. საათის (რეალური დროის) მუდმივი ჩვენებით.
12. ჩართული რეჟიმის მუდმივი ჩვენებით.
13. რელეს თავისუფალი გადასაკიდი კონტაქტით- NC/NO (ნორმალურად ჩაკეტილი და ნორმალურად ღია).
14. რელეს მდგომარეობის LED მაჩვენებლით/ინდიკატორით.
15. ბატარეის საექსპლუატაციო ვადა 3-4 წელი.
16. ბატარეის ენერგიის დაზოგვის უახლესი ტექნოლოგიით. 
17. ბატარეის შეცვლის შესაძლებლობით.

HIGH კლასის ციფრული მულტიფუნქციური ტაიმერული რელე
DIGITAL TIME SWITCH/PULSE - GLE-THC-15F (Chip Winston)

• Precise time Programming for Daily / Weekly /
Pulse switching, Reverse mode
• Bar graph showing Daily program
• 28 ON/OFF programs, 38 PULSE programs, Counting down time...
• 16A Single relay outputs
• One Separate Relay outputs with independent
Programming
• 12/24 Hour Display Format
• 3-4 Years Battery reserve
• Simple reset & Manual Override
• Service / Load hours measuremen

ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი დანიშნულებით, მათ შორის:
A) ელექტრო სისტემების ავტომატური ჩართვა-გამორთვის რეჟიმით, პულსაციური და უკუსვლის რეჟიმით.
B) სხვადასხვა დანიშნულების ძრავების ავტომატური მართვისთვის.
C) განათების ავტომატური მართვისთვის.
D) გათობა-კონდიცირების ავტომატური მართვისთვის.
E) ვენტილაციის ავტომატური მართვისთვის.
F) ელექტრო ენერგიის ჩართვისა და ბლოკირებისთვის.
G) სამუშაო საათების ავტომატური მართვისთვის.
H) საწარმოების ავტომატური მართვისთვის.
I) შეზღუდვის სისტემების მართვისთვის.
J) სარეკლამო სისტემებისთვის.
... და სხვა.
© 2003 - 2024. GLOBAL ELECTRONICS LTD. All rights reserved. ყველა უფლება დაცულია კანონით.